საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ნოდარ დუმბაძის კრებულის „ყველა მოთხრობის“ პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი ნოდარ დუმბაძის გამომცემლობისა და ლიტერატურული სააგენტოს პირველი გამოცემაა. ეს არის პირველი კრებული, რომელიც სრულად აერთიანებს ავტორის ყველა მოთხრობას.
წიგნის შეძენა მსურველებს ნოდარ დუმბაძის ფონდში შეუძლიათ. გარდა ამისა, 50 წიგნი რეგიონული ბიბლიოთეკებისთვის საგანმანათლებლო მოძრაობა ეკვილიბრიუმს გადაეცემა, ასევე 20 კრებული ფონდის დამფუძნებლის გადაწყვეტილებით, ქალთა კოლონიაში გაიგზავნება.
ფონდი მუშაობას განაგრძობს და უახლოეს მომავალში ავტორის სხვა ნაწარმოებების ერთ წიგნად გამოცემასაც გეგმავს.