ყურძნის მოსავლის ზეიმი თელავში

თელავში, მეფე ერეკლეს სასახლის ტერიტორიაზე, ყურძნის ახალი მოსავლის ზეიმი სახელწოდებით „სთველი“ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ღვინის კომპანიების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. ფესტივალზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ კახური ყურძნის ჯიშებისგან დამზადებული ღვინოები. ხის საწნახელში კი სიმბოლურად რქაწითელის ყურძენი დაიწურა. კონკურსზე წარმოდგენილი საუკეთესო ღვინოებისგან, რომელიც სპეციალურად მოწვეული სომელიეების მიერ შეირჩა, ბრენდი „მეფე ერეკლეს ღვინო“ შეიქმნება.