კახეთში რთველისთვის ემზადებიან. სუბსიდირებას სახელმწიფო წელსაც გეგმავს, დახმარებას მიიღებს ღვინის ყველა ის კომპანია, რომელიც ფერმერებისგან კილოგრამ ყურძენს მინიმუმ 90 თეთრად ჩაიბარებს. თუმცა ადგილობრივი მევენახეები ამბობენ, ეს თანხა მათ მიერ გაწეულ ხარჯებსაც კი ვერ დაფარავს, რადგან მოვლის საშუალებების მკვეთრად გაზრდილი ფასების გათვალისწინებით, მოსავლის მოყვანა წელს კიდევ უფრო ძვირი დაუჯადათ.