ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
ადგილობრივებს თითქმის მთელი ზაფხულია წყალმომარაგების პრობლემა აქვთ. დასახლებაში შესაბამისი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდა, თუმცა ამის მიუხედავად, ყულევის მცხოვრებლებს, სასმელი წყლისთვის ხუთი კილომეტრის გავლა და მეზობელ სოფელში გადასვლა უწევთ. კამერებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა ფოთის წყალმომარაგების კომპანიამ, რომელიც ყულევს აწვდის წყალს.
როგორ აპირებს ხელისუფლება სოფლის მცხოვრებლების პრობლემების მოგვარებას და რას ითხოვენ ადგილობრივები, – ჩვენი რეპორტაჟი ხობის მუნიციპალიტეტიდან.