პოლიტიკური პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ყრილობას მართავს. პარტიის თავმჯდომარის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანი განვლილი წლის შეჯამება და არჩევნების შედეგების გაანალიზებაა. ასევე, პარტიას საკუთარ წესდებაში ცვლილებები შეაქვს, რასაც წევრებს სწორედ დღეს გააცნობენ და იმსჯელებენ სამომავლო გეგმებზე.