საქართველოს ყოფილი უმაღლესი სახელმწიფო და პოლიტიკური თანამდებობის პირები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების ყოფილი წევრები ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ.
განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარება იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და მისი პროდასავლური კურსის საბოლოო მარცხის საწინდარი, ამ კონტექსტში კი ისინი ამერიკის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებენ, სოლიდარობა გამოუცხადონ ქართველ ხალხს და მიიღონ ყველა შესაძლო ზომა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის ნების გამოხატვის დასაცავად. მიმართვის ხელმოწერებს შორის არიან ლანა ღოღობერიძე, დავით უსუფაშვილი, დავით ბაქრაძე, გრიგოლ მგალობლიშვილი, მაია კოპალეიშვილი, გელა ბეჟუაშვილი და ალექსი პეტრიაშვილი.