ყოფილ მსჯავრდებულებს უკანონოდ ჩამორთმეული ქონება უკან დაუბრუნდებათ. შესაბამისი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანა.
საქმეები სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ხელახლა გამოიძია.
საქმე ორი პირის შემთხვევაში ქონების უკანონოდ ჩამორთმევას ეხება, ერთ შემთხვევაში კი, სააპელაციო სასამართლომ ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.