ყიფშიძის ქუჩაზე მცხოვრებთა პროტესტი

პროტესტი ყიფშიძის ქუჩაზე – მოსახლეობა საცხოვრებელ სახლებთან კლინიკა „გლობალმედის“ მიერ ე.წ. „ცხაურის“ ტიპის ავტოფარეხში ჟანგბადის ავზების შენახვას აპროტესტებს. მოსახლეობის თქმით, ავზები ფეთქებადსაშიშია და სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ავტოფარეხის საიჯარო ხელშეკრულება მეპატრონის მხრიდან 2021 წლის 1 დეკემბრიდან შეწყვეტილია, თუმცა „გლობალმედს“ დღემდე ავტოფარეხი არ დაუცლია. კლინიკა შესაფერისი ადგილის მოსაძებნად კვლავ დროის გახანგრძლივებას ითხოვს და განმარტავს, რომ ამჟამად ავზები საშიშროებას არ წარმოადგენს. აქვს თუ არა კლინიკას ავზების დასახლებულ პუნქტში შენახვის უფლება და დაცულია თუ არა უსაფრთხოების ნორმები, – ამ კითხვებზე საგანგებო სიტუაციების სამსახურმა კომენტარი არ გააკეთა.