ყაზახეთის მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება
12:15, 09.01.2022
ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი ტვიტერზე ეხმაურება: „ღრმად შეშფოთებული ვარ ყაზახეთში არსებული სიტუაციით. ვგმობ იმ ძალადობას, რაც ვიხილეთ და ვიმედოვნებ, რომ მოხდება სიტუაციის სწრაფი დეესკალაცია. სამოქალაქო პირების უფლებები და უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული. ჩვენ ყველას გვჭირდება გლობალური სტაბილურობა და მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერება“. – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.