ყაზახეთიდან დღეს პირველი ავიარეისი შესრულდება

დაახლოებით ნახევარ საათში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქალაქ ნურ-სულთანიდან გამოფრენილი თვითმფრინავით საქართველოს სამი მოქალაქე დაბრუნდება. ბორტზე სულ 68 მგზავრია. ავიამიმოსვლა ნაწილობრივ აღდგა და ორდღიანი პაუზის შემდეგ, ეს პირველი ავიალაინერია, რომელიც რეისს ასრულებს.

თვითმფრინავი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით ნახევარ საათში, 15:30 საათზე დაჯდება, – ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანებაში ადასტურებენ. მოგვიანებით კი, 16:15 საათზე რეისი ქუთაისიდანაც შესრულდება.