მოლდოვის ავიახაზების გადაწყვეტილება

მოლდოვის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Air Moldova-ს რუსეთში ფრენების განახლება აუკრძალა. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა. ამავე ინფორმაციით, რუსეთში ფრენების აეკრძალათ სხვა ეროვნულ გადამზიდავ კომპანიებსაც. მოლდოვამ რუსეთთან ავიამიმოსვლა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეაჩერა. რამდენიმე დღის წინ, Air Moldova-მ განაცხადა, რომ პირველი ოქტომბრიდან მოსკოვთან ავიამიმოსვლის აღდგენას გეგმავდა, რასაც ხელისუფლების მხრიდან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა.