ავიამიმოსვლა რუსეთ-საქართველოს შორის

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა თბილისში ისევ აქტიურად განიხილება. ოპოზიცია პუტინის გადაწყვეტილებაში საფრთხეს და ერთგვარ პროვოკაციას ხედავს. მათი დიდი ნაწილისთვის ფრენების განახლება მიუღებელია და მიიჩნევენ, რომ საქართველოს მზაობა ცის გახსნის შესახებ, ევროინტეგრაციის პროცესზე უარყოფითად აისახება.

ქალი დეპუტატები წერილობით მიმართავენ „ქართულ ოცნებას“ და მოუწოდებენ ხელისუფლებას, რუსეთთან პირდაპირი ფრენები გააუქმოს. მმართველი გუნდი კი ავიამიმოსვლის განახლების პოზიტიურ ეკონომიკურ გავლენაზე აკეთებს აქცენტს.

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია „აზიმუტ ეარლაინსის“ შემდეგ, თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს ავიაკომპანია Georgian Airways-იც.