დასკვნით ეტაპზეა „საქართველოს ვარსკვლავი“.
ნახევარფინალამდე ერთი კვირით ადრე გია ყანჩელის ტურია. პირველი არხის მეგა-შოუს ექვსი მონაწილე ცნობილი კომპოზიტორის ნაცნობი კომპოზიციებით წარდგება და მათ ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულებს. ხვალინდელი კონცერტისთვის რამდენიმე ინტერპრეტირებული ვერსიაც მომზადდა.
მარიკა შალიკაშვილი გვეტყვის, როგორ მიმდინარეობს მზადება ხვალინდელი საღამოსთვის.