ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ხუთი პირია დაკავებული
დაკავება ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე. ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურმა 5 პირი აიყვანა. ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯამური თანხობრივი ღირებულება 400 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც, სასჯელის სახით, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-დან 4-წლამდე.