ფერადოვანი ყაჯარული ხელოვნება ქართველი ხელოვანების შესრულებით – ხვალიდან გალერეა „ცხრა“ ირანული კულტურის მოტივებზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს. ხელოვანების უმეტესობამ ყაჯარულ სტილში სპეციალურად ამ ექსპოზიციისთვის იმუშავა. ინსპირაცია უზნაძის ცხრა ნომერია, მისამართი, რომელზეც სახლის ჭერი მე-19 საუკუნეში ირანელმა ხელოსნებმა მოხატეს. ქართული ნამუშევრები სწორედ ამ სივრცეში გამოიფინება.