წყნეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

წყნეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.