წყნეთის გზატკეცილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება – მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის პროცესი ბოლო ეტაპზეა. კერძოდ, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების განახლება დასრულებულია, გაზმომარაგებისა და სანიაღვრე ქსელების მოწყობას კი რამდენიმე დღე კიდევ სჭირდება. ასევე ეწყობა საჰაერო სადენების მიწისქვეშ განსათავსებლად საჭირო კაბელ-არხები. მიმდინარე სამუშაოები დღეს ქალაქის მერმა დაათვალიერა. პროექტი საბოლოოდ ოქტომბრის შუა რიცხვებში დასრულდება.