წყნეთის გზატკეცილი ოთხი თვით რეაბილიტაციისათვის იკეტება. 1300-მეტრიან მონაკვეთზე სრულად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, განახლდება ასფალტის საფარი, მოეწყობა ბორდიურები და დამონტაჟდება განათების ახალი სისტემა. სამუშაოების დასრულებამდე წყნეთის გატკეცილის ექვსი ნომრიდან, ახალ საავტომობილო ხიდამდე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდული იქნება. ადგილობრივი მცხოვრებლები გადაადგილებისათვის სპეციალურ ნებართვას მიიღებენ. იცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტიც. მასშტაბური პროექტის ღირებულება დაახლოებით შვიდი მილიონი ლარია.