ვაკის რაიონში წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია დაიწყო. ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა უკვე ორმხრივად შეიზღუდა. გადაადგილების ნებართვას მხოლოდ რეაბილიტაციის არეალში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს. ნებართვისათვის მოქალაქეებმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს უნდა მიმართონ. ხოლო კერძო სახლებში მცხოვრებლებმა საშვისათვის ვაკის რაიონის გამგეობას, ან საუბნო განყოფილებას უნდა მიაკითხონ. სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან, ახალ საავტომობილო ხიდამდე ხორციელდება, რაც დაახლოებით 4 კილომეტრს შეადგენს. სამუშაოების დასრულება სექტემბერს თვეში იგეგმება. მიმდინარე პროცესს დღეს თბილისის მერი, კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.