გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბას მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივებს სასმელი წყალი კვირაში სამჯერ, მხოლოდ რამდენიმე საათით მიეწოდებათ. 800-კომლიან სოფელში წლის პრობლემა 200-მდე ოჯახს აქვს. სოფელში ცენტრალური წყლის მაგისტრალი ორი წლის წინ გაკეთდა და მრიცხველების დამონტაჟდა, თუმცა სასმელი წყალი მოსახლეობას ისევ გრაფიკით მიეწოდება. „ენერგო პრო ჯორჯიაში“ ამბობენ, რომ უწყვეტი წყალმომარაგების მიზნით, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სოფლის პრობლემაზე დეტალურად ნინო ფისაძე და მიხეილ ჯანეზაშვილი გვიამბობენ.