აბონენტებს, რომელთაც წყლის მიწოდება აღნიშნული ინციდენტის გამო ჰქონდათ შეზღუდული, წყალმომარაგება სრულად აღუდგათ, – ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
„სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები სრულად აღდგენილია. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ იმ აბონენტებს, რომელთაც წყლის მიწოდება აღნიშნული ინციდენტის გამო ჰქონდათ შეზღუდული, წყალმომარაგება სრულად აღუდგათ“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური ჯგუფები სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის აღსადგენ სამუშაოებს 17 ივნისიდან ახორციელებდნენ.