1266 სოფელი, სადაც წყალმომარაგების სისტემა არ არსებობს. ადგილობრივი მოსახლეობა კი წლებია, სასმელ წყალს ჭიდან ან რიგ შემთხვევაში, წყაროებიდან ეზიდება – ასეთია სურათი ქვეყნის მასშტაბით. ჩამონათვალი დიდია, პრობლემა თითქმის ყველა რეგიონში დგას.
განსაკუთრებით რთული ვითარებაა ჭიათურაში, სადაც ონკანიდან პერიოდულად შავი წყალი მოდის. სასმელი წყლის ვარგისიანობის პრობლემა კიდევ არა ერთ რეგიონში დგას. წყალმომარაგების კომპანიაში ამბობენ, რომ სისტემების განახლების პროცესი დაწყებულია. არსებულ მდგომარეობას ახლა სოფო ზედელაშვილი დაწვრილებით გაგვაცნობს.