გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ევროკავშირისა და ავსტრიის ელჩებთან ერთად, საქართველოში წყლის რესურსების მდგრადი მართვის მიღწევები შეაჯამა.
ევროკავშირის დახმარებით, გარემოს ეროვნულ სააგენტოს ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიას უახლესი ხელსაწყო-დანადგარები გადაეცა. ღონისძიების ბოლოს ლევან დავითაშვილმა ელჩებთან ერთად ლაბორატორია დაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო.