წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებისა და კერძო სახლების გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის სოფლებში დაზარალებული ოჯახებისთვის ხისა და თუნუქის მასალების გადაცემას უზრუნველყოფენ.
მუნიციპალიტეტის მერი სამუშაოების მიმდინარეობას მონიტორინგს უწევს. პირველ რიგში მასალებს ის ოჯახები იღებენ, რომელთა საცხოვრებელი სახლები ძლიერი ქარის შედეგად ყველაზე მეტად დაზიანდა. 11-14 იანვარს სტიქიის შედეგად წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 46-მაღალსართულიანი კორპუსი და 230 კერძო სახლი დაზიანდა.