გამოძიების ინფორმაციით, ვაკის გამგებლის მოადგილემ თეიმურაზ ჩოჩუამ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს უცხოელი ბიზნესმენი დააკავშირა, რომელიც წყალტუბოში საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული. გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა და ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა. თავის მხრივ, თეიმურაზ ჩოჩუამ გრიგოლ ივანეიშვილს დახმარება გაუწია.
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ კორუფციასთან კავშირში მყოფი ნებისმიერი პირი კანონის წინაშე აგებს პასუხს. რაც შეეხება წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს, მისი მეუღლე გრიგოლ ივანეიშვილის მონაწილეობას კორუფციულ გარიგებებში კატეგორიულად გამორიცხავს.