კორუფციის კონტროლის რეიტინგი

18:46, 09.10.2023

კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 68 % დაიმსახურა და მსოფლიოში მე-20, ევროპაში კი მე-11 ადგილი დაიკავა.

მსოფლიო ბანკის მონაცემები მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მედიას მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააცნო. აღინიშნა, რომ კორუფციის კონტროლის მხრივ ჩვენი ქვეყანა რეგიონში ლიდერია, ხოლო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის მხოლოდ ესტონეთს ჩამორჩება. ამავე მონაცემების მიხედვით, საქართველო ლიდერია რეგიონში, კანონის უზენაესობის მხრივაც, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მხოლოდ ესტონეთი და ლიეტუვა უსწრებენ. 100%-იანი შეფასების სისტემიდან 64% მიიღო ჩვენმა ქვეყანამ და 29-ე ადგილი დაიკავა.

მსგავსი