კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსი

საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა „თრეის ინთერნეიშენალის“ კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის იმ კომპონენტში, რომელიც აფასებს მთავრობასთან მიმართებაში კორუფციის დაბალ რისკს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ისაუბრა. ილია დარჩიაშვილის ინფორმაციით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში და მსოფლიოს საუკეთესო 30 ქვეყანას შორის დასახელდა. მისივე შეფასებით, კვლევა არაერთ მნიშვნელოვან მიმართულებას ეყრდნობა, რომელთა შორის გამორჩეული ადგილი ანტიკორუფციულ კანონმდებლობას და მთავრობის გამჭვირვალობას უკავია.