წყალტუბოში მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი იწყება.
უნიკალური სამკურნალო წყლებით და არქიტექტურული ძეგლებით ცნობილი კურორტის აღდგენა-განვითარების ინიციატივა მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ეკუთვნის. ბიძინა ივანიშვილი მზადაა, ქალაქში არსებული ყველა სასტუმრო და ბალნეოლოგიური აბანო გამოისყიდოს და საკუთარი სახსრებით სამედიცინო და ტურისტულ ინფრატრუქტურას სრული რეაბილიტაცია ჩაუტაროს. არსებობს კურორტის განვითარების კომპლექსური გეგმა, რომლის მიზანი ერთ დროს ცნობილი კურორტის ტურისტულ და სამედიცინო ცენტრად ქცევაა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ დღეს ბიზნესს კონკრეტული ინიციატივითაც მიმართა.
ამ დროისთვის წყალტუბოში მდებარე 22 სასტუმროდან ნაწილი სახელმწიფოს ბალანსზე, რამდენიმე კი კერძო საკუთრებაშია. ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურა განადგურების პირასაა მისული, უმოქმედოა აბანოების ნაწილიც, რის გამოც წლიდან წლამდე კურორტზე დამსვენებელთა რაოდენობა სულ უფრო კლებულობს.