წყალტუბოს რეაბილიტაცია - გამოხმაურებები

წყალტუბოს რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას შეფასებები მოყვა პოლიტიკურ სპექტრში.

მთავრობის წევრები ინიციატივას ისტორიულს და უპრეცედენტოს უწოდებენ და ამბობენ, რომ ეს არის ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რადგან აღნიშნულ გამოწვევასთან გამკლავება დღემდე ვერც ერთმა მთავრობამ ვერ შეძლო.

რაც შეეხება ოპოზიციას,  მოძრაობა „ლელოში“ აცხადებენ, რომ წყალტუბოს განვითარება ხელოვნურად ფერხდებოდა, რათა საბოლოოდ ბიძინა ივანიშვილის ხელში გადასულიყო. გიორგი ვაშაძე კი პროექტს ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო სატყუარად მიიჩნევს.