სოფელ წიწამურთან წყლის ცენტრალური მაგისტრალური მილის დაზიანების გამო, მცხეთისა და თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალი ამ დრომდე გრაფიკით მიეწოდება. ადგილზე სამუშაოები მძიმე ტექნიკის გამოყენებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამასთან, მილსადენის დაზიანების ფაქტზე, შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით გამოძიება დაიწყო.
რა ეტაპზეა აღდგენითი სამუშაოები, როდისთვის იქნება შესაძლებელი წყალმომარაგების სრულად აღდგენა, ასევე რას აცხადებენ კომპანიაში გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით – თამარ ნადარეიშვილი თემის დეტალებით.