წყლის მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები ექვს დღეში დასრულდება. სამუშაოები დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. სოფელ წიწამურთან „ჯივიპის“ კუთვნილი მაგისტრალური მილსადენის დაზიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე და 306-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და უკანონო ქმედებით გარემოსათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას გულისხმობს.
სოფელ წიწამურთან მილსადენი ოთხი დღის წინ დაზიანდა, რის გამოც დედაქალაქის ნაწილი უწყლოდ დარჩა. ამჟამად მომხმარებლების ნაწილს წყალი სპეციალური გრაფიკით მიეწოდება.