სოფელ წიწამურთან წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები ექვს დღეში დასრულდება.
მეწყრულ ფერდობზე უკვე მეშვიდე ტერასა ეწყობა. დატერასების სამუშაოების პარალელურად ადგილზე მილის საძიებო სამუშაოები სპეციალური ტექნოლოგიებით ხორციელდება. დატერასების სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაზიანებული მილის მონაკვეთი ლოკალურად შეკეთდება. დაზიანების საბოლოო აღმოფხვრამდე ქალაქის წყალმომარაგების სისტემა საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რის შედეგადაც წყალმომარაგების შეზღუდვის თავდაპირველი არეალი ორჯერ შემცირდა.
სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, „ჯივიპი“ მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით აწვდის.