წყალმომარაგების შეზღუდვა ჭავჭავაძის გამზირსა და კოსტავას მიმდებარე ქუჩებზე

„ჯივიპი“ ჭავჭავაძის გამზირზე წყალსადენის ახალ მაგისტრალურ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ატარებს. პროექტის ფარგლებში, ჭავჭავაძეზე წყალმომარაგების სისტემა სრულად იცვლება. სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკე-საბურთალოს რაიონში: ჭავჭავაძის გამზირს, ალექსიძის, მცხეთის, ტაბიძის, ფალიაშვილის, ატენის და მიმდებარე ქუჩებს; კოსტავას და პეკინის ქუჩების ნაწილს; ჭოველიძის, მაყაშვილისა და მიმდებარე ქუჩებს.