წყალმომარაგების პროექტი ბათუმში

ბათუმის მრავალწლიანი პრობლემა.

სტიქიური პროცესების დროს ზღვისპირა ქალაქის ქუჩები მუდმივად იტბორება, რაც განაშენიანების და ახალი ტერიტორიების შეერთების შემდეგ კიდევ უფრო გახშირდა. სანიაღვრე სისტემის მოსაწესრიგებლად ქალაქში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი სანიაღვრე ქსელის გამართვასთან ერთად წყალმომარაგების თანამედროვე სისტემის დამონტაჟებასაც გულისხმობს. პროექტს სახელმწიფოსთან ერთად გერმანული ბანკიც აფინანსებს.