წალკის მუნიციპალიტეტში – სოფელ აშკალასა და გუმბათის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ეწყობა სანიაღვრე არხები. პროექტის დასრულების შემდგომ, საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგებული იქნება. სამუშაოები ფინანსდება როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტით და მისი ჯამური ღირებულება სამი მილიონი ლარია.