წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, წალკის მუნიციპალიტეტში სამუშაოები მიმდინარეობს. ჯამში 18 კილომეტრი წყლის სისტემა მოეწყობა და სულ მალე 3 300 ბენეფიციარი ხარისხიანი, უწყვეტი წყალმომარაგებით შეძლებს სარგებლობას. პროექტები როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება და მათი ჯამური მოცულობა 5 მილიონ ლარამდეა.