წყალმომარაგების ახალი სისტემა ვანში

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს შორის 80 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტის მიხედვით, ქალაქ ვანში წყალმომარაგებისა და წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. აღნიშნული ახალი სანიაღვრე სისტემების აშენებასა და ასევე ძველისთვის რეაბილიტაციის ჩატარებას ითვალისწინებს.