ბაკურიანში წყლის მიწოდება ნაწილობრივ აღდგენილია. ამჟამად ქსელის დატვირთვა მიმდინარეობს. პროცესი უახლოეს საათებში დასრულდება. სამუშაოების გამო, ბაკურიანში წყალი დილის 9 საათამდე შეწყვეტილი იყო. რამდენიმე მონაკვეთზე პრობლემის აღმოსაფხვრელად, ტექნიკური ჯგუფი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. გუშინ ადგილზე იმყოფებოდა ინფრასტრუქტურის მინისტრიც. სამუშაოები სამთო-სათხილამურო კურორტზე, 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება.