ვენეციაში წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
წყლის დონემ ბოლო 50 წლის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს, 1.87 მეტრს მიაღწია. დატბორილია ქალაქის ისტორიული ცენტრი, წმინდა მარკოზის ბაზილიკა, ვენეციის ოპერის თეატრი, ასევე სავაჭრო ობიექტები და სასტუმროები. ქალაქში, რომელსაც ყოველწლიურად 28 მილიონამდე ტურისტი სტუმრობს, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მსგავსი მასშტაბის წყალდიდობა ვენეციას 1966 წლის შემდეგ არ ახსოვს. მაშინ წყლის დონემ 1.94 მეტრი შეადგინა.