თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის სეზონს ახალი მწვრთნელით იწყებს. კლუბს ამიერიდან ბერძენი სპეციალისტი, საკის კეჩაგიასი უხელმძღვანელებს. ის საბერძნეთის ახალგაზრდული და ეროვნულ ნაკრებების ყოფილი მწვრთნელი იყო, წვრთნიდა რუმინეთის ნაკრებსა და გერმანულ „შპანდაუს“. საქართველოს ჩემპიონი პირველ შეხვედრას 8 ოქტომბერს, ბუდაპეშტში გამართავს. ჩემპიონთა ლიგის მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.