წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობა მიმდინარეობს ნაძალადევის რაიონში, დავით იოსელიანის ქუჩაზე. სამუშაოები მისამართზე მდებარე ხუთი მრავალსართულიანი კორპუსის მცხოვრებლების თხოვნით დაიწყო. პროექტის განხორციელების შედეგად, ხუთი კორპუსი დაერთდება ცენტრალურ ქსელზე. პროექტს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. დასრულება აგვისტოს თვეში იგეგმება.