ამ წუთებში თელავში გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს. ერეკლე მეორის სასახლეში სცენარით გათვალისწინებულ განრიგს დეტალურად გადიან. მთავარსარდლის დასახვედრად მზადყოფნაშია ჯარიც, რომელიც პატაკს ჯერ მოქმედ პრეზიდენტს ჩააბარებს, ფიცის დადების შემდეგ კი ქვეყნის ახლად არჩეულ მეთაურს მიესალმება.
დღის ბოლომდე შესაბამის ადგილს დაიკავებს საპრეზიდენტო ტრიბუნა, აღიმართება ისტორიული დროშებიც. გენერალური რეპეტიციისთვის თელავშია სალომე ზურაბიშვილი.
ჟანა დიდებაშვილი ბოლო ცნობებით.