წნორში მომხდარი მკვლელობის საქმე

წნორში  მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 28 წლის ილიკო გურაშვილს ბრალი დაუმძიმდა. გამოძიება მას განზრახ მკვლელობასთან ერთად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ დანაშაულს, კერძოდ, მოკლულის სახლის ძარცვასაც ედავება. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, მუხლი გადაკვალიფიცირდა და  დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ილიკო გურაშვილმა საკუთარ დეიდას, ირინა ხაილოვას თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა და სახლიდან ფულთან ერთად ძვირფასი ნივთები წაიღო. ხაილოვა  მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა. პოლიციამ ილიკო გურაშვილი ცხელ კვალზე დააკავა. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის ადგილიდან წაღებული ოქროს ნივთები და თანხა. გურაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ თელავის რაიონული სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.