აღიარებს თუ არა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას.
მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილება წმინდა სინოდის სხდომის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო, თუმცა თემის გარშემო სინოდის წევრთა პოზიციები გაიყო.
სავარაუდოდ, საპატრიარქო გადაწყვეტილებას მომავალ სხდომაზე გამოაცხადებს. მანამდე კი ნახეთ, რას ფიქრობენ მღვდელმთავრები საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხზე, რომელმაც რუსეთისა და მსოფლიო საპატრიარქოებს შორის დაპირისპირება გამოიწვია.