საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს შემოსვლის დღეს აღნიშნავს
წმინდა ნინოს შემოსვლის დღეს აღნიშნავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. საზეიმო მსახურება სიონში კათოლიკოს-პატრიარქმა აღავლინა. ილია მეორემ მოგვიანებით მრევლს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღე მიულოცა. ტაძარში წმინდა ნინოს ჯვარი გამოაბრძანეს.
მთელი დღის განმავლობაში მრევლს საშუალება ექნება, სიწმინდეს ემთხვიოს. წმინდა ნინოს ხსენების დღეს ორჯერ აღვნიშნავთ. პირველ ივნისს – მისი საქართველოში შემობრძანების დღეს და 27 იანვარს წმინდანის გარდაცვალების დღეს.