საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. საზეიმო წირვა ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში ჩატარდა. მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ, პირველ ივნისს და 27 იანვარს აღნიშნავს. საზეიმო მსახურება სიონის ტაძარში პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ, მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.