მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ილია მართლის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, სიონის საკათედრო ტაძარში პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ მღვდელმთავრებთან ერთად წირვა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ მეუფემ მრევლს ქადაგებით მიმართა. სასულიერო პირებმა პატრიარქს ანგელოზის დღე მიულოცეს. მეუფე შიომ ქადაგებაში უწმინდესის ღვაწლზე გაამახვილა ყურადღება.