წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენი, ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი გახდა.
2022 წლის სპორტული შედეგები საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიის შემდეგ შეაჯამეს, საუკეთესოები 13 ნომინაციაში გამოავლინეს. გრიგალაშვილი ახლა იერუსალიმის „მასტერსში“ მონაწილეობს და ტურნირის ფინალშია. ღონისძიებაზე ერთ-ერთი ნომინაციის გამარჯვებული გახდა ასევე იმერეთის ოლიმპიური ორგანიზაცია.
ოლიმპიურმა კომიტეტმა დღეს საქართველოს პირველი არხიც დააჯილდოვა. მაუწყებელი გამოარჩიეს სპორტული თემატიკის საუკეთესო გაშუქებისთვის. ჯილდო პირველი არხის გენერალურ დირექტორ თინათინ ბერძენიშვილის გადაეცა.