პირველად საქართველოში წლის საუკეთესო დირექტორი გამოვლინდა. ჯილდო თბილისის 198-ე საჯარო სკოლის დირექტორს თეონა ყაჭეიშვილს გადაეცა. მან სპეციალური პრიზი და ფულადი ჯილდო მიიღო. გამარჯვებული სასწავლო ვიზიტით ციურიხშიც გაემგზავრება და ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრს ესტუმრება.
სკოლის განვითარებასა და სწავლების ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვა, ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფა, ინოვაციურობა, რესურსების ეფექტიანი მართვა – 2019 წლის საუკეთესო დირექტორი სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით დასახელდა. დაჯილდოების ცერემონიაზე განათლების მინისტრმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ახალი პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.