2018 წელს ქვეყანა გაზრდილი კომუნალური ტარიფებით, გაუფასურებული ლარით, ინფლაციის მატებით და ამ ყველაფრის ფონზე, ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებული მაჩვენებლით ხვდება. სავალუტო ბაზარზე მიმდინარე ცვლილებებმა სასურსათო პროდუქტის დიდი ნაწილი გააძვირა. რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, ჯერ მხოლოდ სამი კვარტლის მონაცემებია ხელმისაწვდომი და ის მილიარდ 346 მილიონ ლარს შეადგენს, რაც წინა წლებთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. მომდევნო წლისთვის მთავრობა რამდენიმე მასშტაბურ საინვესტიციო პროექტს აანონსებს. 2018 წლის ბიუჯეტი 12 მილიარდ 441 მილიონ ლარს შეადგენს. თანხის ხარჯვის დროს კი ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება.
სანდრო ჯუფალაკიანმა დღეს 2017 წლის მთავარი ეკონომიკური მოვლენები და ტენდენციები შეაჯამა.